пятница, 27 ноября 2009 г.

ჩემი სამი საყვარელი გამოთქმა

“მხოლოდ ზღაპრად თუ შეხვდებოდი,მაგრამ ზღაპარიც იმისი იყო”დოჩანაშვილი
“ჭრელად დარდიანი ფიქრისა იყო”-დოჩანაშვილი
“ფუი რას მღერის,პოლიტიკურ სიმღერას მღერის,
არ მესმის როგორ უნდა იყო ასეთი შტერი”_გოეთე


მარიამ ჩხაიძე

სამი მიზეზი ბედნიერებისთვის

1. სიყვარული
2. მიზანი
3. ოპტიმიზმი


ლიკა ცერცვაძე

სამი მიზეზი იყო კმაყოფილი საკუთარი თავის

1. ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია
2. ეცადე ყოველი საქმე გააკეთო ისე, თითქოს ამას უკანასკნელად აკეთებ.
3. ნუ დაზოგავ თავს სიკეთისთვის


თამმ გაზდელიანი...

სამი მიზეზი ლიდერობისთვის

1ვიბრძოლოთ მიზანდასახულად
2გვქონდეს დიდი სურვილი
3დაველოდოთ მოთმინებით


თეო ხმელიძე

вторник, 24 ноября 2009 г.

სანამ კარგად არ გავიცნობ..

ხდება ხოლმე ,როცა ადამიანს არ იცნობ და შეგიძლია მასზე თქვა ცუდი ან კარგი. გადის დრო და აღმოაჩენ, რომ ის ადამიანი ეგეთი არ არის. პირადად მე ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ადამიანი ვიცი ან ჩატიდან, ან ერთხელ ვნმახე და მასზე მეთქვა დადებითიც და უარყოფითიც.. გადის დრო და ვხვდები რომ არც ისეთი მართალი გამოვდექი, როგორც ეს მე მეგონა. ამ დროს სულ მიჩნდება სინანული გრძნობა მის მიმართ, რადგან მე მასზე ისეთი რაღაცა ვთქვი, რაც მას არ ახასითებს... ერთ შემთხვევას გავიხსენებ.. ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ერთმანეთი ლივეში გაგვეცნო..... ნუ დაახლოებით ვიცოდი ვინ ვინ იყო და როგორი იყო, პოსტებიდან გამომდინარე,,.,,ერთი განსაკუთრებულად მეჯავრებოდა, რადგან მეგონა რო ძალიან ამაყი იყო თავისი პოსტებიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით არ მომწონდა ეგ ადამიანი.ერთ-ორს გაუმხილე ფორუმზე და უთხარი რომ ეს ადამიანი საშინლად მაღიზანებდა...მათმირჩიეს უკეთ გამეცნო და ისე გამეკეთებინა დასკვნები... როდესაც ამ ადამიანს შევხვდი და გავიცანი, რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა და მერე რო დაუკვირდი რაც მასზე ვთქვი სინდისმა შემაწუხა...გულმა ვერ მომითმინა და ვუთხარი მასაც ყველაფერი ამის შესახებ..მას გაეცინა ამაზე..ამიტომ სულ ვცდილობ არავისზე არც კარგი და არც ცუდი ვთქვა მანამ, სანამ კარგად არ გავიცნობ..

თამმ...

пятница, 20 ноября 2009 г.

ღირს თუ არა სიყვარული აუხსნა ადამიანს, რომელიც ზედაც არ გიყურებს.

მე იცით ერთგვარი ექსპერიმენტივით ჩავატარე და მართლაც აუხსენი სიყვარული ერთ ადამიანს, მაინტერესებდა რა გრძნობა გეუფლება ამ დროს,არა მთლად ისეც არ იყო რო ვითომ ზედ არ მიყურებდა და მაგნაირი რაღაცეები, მაგრამ მაინც გავბედე. მე მაინც მგონია, რომ უნდა ღირდეს რადგან სიყვარულში გამოტყდომა ადამიანს უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებსო და ეს მართლაც ასეა. მართალია სიყვარულში გამოტყდომა ზოგჯერ დამამცირებელიც არის, მაგრამ იმ წუთში მაინც ხომ აღგიძრავს სასურველ არსებასთან სრული სასიყვარულო სიახლოვის განცდას,ძალაუნებურად მას შენს სულში ახედებ, შენი ვნების სტიქიაში ითრევ და თუნდაც ამით დასრულდეს ყველაფერი, იმ ერთ წუთში განცდილი ნეტარებისაგან სამუდამო დანაკარგსაც კი გინაზღაურებს, სიყვარულში გამოტყდომისას რაც უფრო დაბრკოლება გხვდება წინ მით უფრო ნეტარებას განიჭებს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მძულდეს ადამიანი მე მაინც მას მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ ვუყვარვარ და მაფასებს..... მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი..... ლიკა

ფანტაზიორინა

იცით,რა ტკბილად მეძინა?ვერც კი წარმოიდგენთ,ფისოსავით გატრუნული, ჩახუხუჯებული(ჩათბილული) ვიყავი.
უეცრად რაღაც აგუგუნდა,დაიპყრო თითქმის მთელი დედამიწა და მარსსაც მისწვდა.ჭაღი კარუსელივით მოძრაობდა.თვალები მოვიფშვნიტე,დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა ან ხუთის ნახევარი,თანდათან გონზე ,რომ მოვედი გავაანალიზე ჯუნგლებში კი არა სახლში ვყოფილვარ ,შევკივლე რა დროს ოპერაა მეთქი,თან გამწარებულმა ბალიშს რამდენჯერმე მუშტი დავარტყი.თქვე აზოებო,ოპერა არ მომინდომეს ამ შუაღამისას?გამწარებული ვწიკვინებდი.
მოკლედ ამოუშვა და აღარ გაჩერდა…შემდეგ ერთს მეორე აჰყვა,მეორეს მესამე,მესამეს მეოთხე,მეოთხეს მეხუთე და გაიმართა ქორწილი...
თურმე,მეორე დღეს,როგორც ჩემმა ჭორიკანა მეზობელმა მომიჭორიკნა,ასევე ჩემს მეზობელს,ოღონდ ტენორს ცოლი მოუყვანია და მათებურად გრიალებდნენ.
ისე,რა ორიგინალურია,თან გიჟურიც...დაფიქრდით და მიხვდებით ან უბრალოდ იფანტაზიორე ან იფანტაზიორინე...



teo xmelidze

среда, 18 ноября 2009 г.

ყველაზე დიდი ნიჭი რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა

მე მინდა გეჭორაოთ ერთ გოგონაზე, რომელიც დღეს გავიცანი სასწავლებელში, მას ლონდა ჰქვია და 21წლისაა,სწავლობს ჟურნალისტიკურზე, მას ჰყავს მეუღლე რა მაგარია არა..?როდესაც ყველაზე დიდ ნიჭს აღმოაჩენ შენს თავში, ის ხომ შეყვარებულია... P.შ.პატარა ვაჟკაცი ყავს დათუნა ჰქვია.. უყვარს მუსიკა, კინო, არის მხიარული, გალაღებული ცხოვრება აქვს და არაფრით შეცვლიდა მას, ვერ იტანს უსამართლობას. როგორც ყველას მასაც ბევრი კურიოზი გადახდენია თავს, გავიხსენებ ერთ კურიოზს, მაგრამ უი ზარიც დაირეკა და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, მემგონი ცოტა რამ მაინც გავიგე მასზე და თქვენც გაგაცანით, ამის მერე ვიმეგობრებ ალბათ კიდეც და უფრო კარგად გავიცნობ...................................
“სიყვარულია ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან” ლიკა
დღეს სასწავლებელში ვიყავი და ჩემმა ლექტორმა დაგვაწყვილა ყველა ორორად და დაგვავალა, რომ გაგვეცნო ერთმანეთი, მოგვცა რამდენიმე წუთი და მე როგორც მოვასწარი ისე აღვწერ ეხლა ჩემს მეწყვილეს. მას Hჰქვია ლონდა და არის 21წლის, არის ჟურნალისტიკურის მე-4კურსის სტუდენტ, მას თურმე მეუღლე ყოლია და ყავს პატარა, სახელად დათუნა, შვილის დაბადება კი მის ცხოვრებაში იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, და ამ ცხოვრებით იმდენად კმაყოფილია, რომ არაფრით შეცვლიდა, არის ენერგიული,კარგი ხასიათების, რომანტიული და ვერ იტანს უსამართლობას. უყვარს მუსიკა, კინო, აქვს ჩანახატები... როგორც ყველა ადამიანს მასაც ბევრი კურიოზი გადახდენია, მაგრამ უკვე დრო ამომეწურა და ვეგარ მოვასწარი კიდევ კარგად გამეცნო იგი. მე კი ვიტყოდი, რომ ლონდა მშვენიერი ადამიანია, მშვიდი და საყვარელი, რავიცი კიდევ ბევრი რამ....:*
ლიკა

вторник, 10 ноября 2009 г.

e.i.minda mogiyveT adamianze romelic universitetSi gavicani da romelzec momiwia damewera am blogSi, rac Zalian gamixarda.Tavidan megona rom Zalian bunCula da ro iytvian dana pirs ar uxsniso egeTei adamiani iqneboda, magram "nw" nuras ukacravad :D piriqit agmoCnda.naTia 21 wlisaa da ukve daojaxebulia."p.s.3 Tvis orsuli".aris Zalian mxiaruli, aqtiuri,mravalferovani  da sayvareli adamiani.erTi sityviT naTiasTan ar moiwyen.ukravs violinoze.Zalian uyvars qababi,gerkulesi da rac yvelaze ai yvelaze Zalian uyvars Turme, aris siaruli da sul axlis agmoCena.ris gamoc  bavSobaSi "magelanic" ki Searqves zedmet saxelad.rac Seexeba garTobas sul unda megobrebTan erTad yofna da siaruli..Tu megobrebTan erTad aris da  mSoblebi urekaven eseigi saxlSi unda mivides droulad.im SemTxvevaSi Tu mSoblebi saxlSi ar arian"freedome time" aqvs :D ase mgonia, rom naTiasTan rom viyo sul, yovelTvis  karg ganwyobaze viqnebi da arasodes ar moviwyen :D.rac Seexeba musikalur gemovnebas usmens roks, klasikas,jazs da rokenrols.aqvs Zalian daxvewili Cacmis stili.ZiriTadad icmevs klasikurad...mindoda ufro meti damewera am adamianze, magram garkveuli mizezbis gamo ver movaxerxe masTan saubari.vfiqrob am adamianze metnaklebad warmodgenas Seuqmni mkiTxvels.yvelaze Zalian gamaoca naTias pasuxma, roca vkiTxe Tu ra Seicvala pirad cxovrebaSi ojaxis Seqmnis Semdeg.man mipasuxa, exla rom ufro Tavisufalia, vidre ojaxis Seqmnamde iyo.da bolo naTias gacnobas vurCev yvela depresiaul adamians ::D:D oRond marTlaa....

 

T.Ggazdeliani

 

суббота, 7 ноября 2009 г.

ჰოლივუდის ღიმილით

ნეტავი შოკოლადი უფრო უყვარს თუ ნაყინი? არ ვიცი, იქნებ არც ერთი ან კიდევ ორივე ან იქნებ ვაშლი? მაგის არ ვიცი ,მაგრამ მე ვაფანატებ აკრძალულ ხილზე,რომელიც ჩემგან ძალიან ახლოს ლამაზად მოწნულ ვაზაში ალაგია ,როგორ მინდა მივწვდე და ყელი ჩავიკოკლოზინო,ეს ყველაფერი იქეთ იყოს და ეხლა გოგონაზე უნდა ვწერო,ალბათ შემეკითხები რა ძალა გადგია,სხვა საქმე არა გაქვსო,წამოდი გავისეირნოთო მაგრამ ეხლა დავწერ მალე მოვრჩები და მერე გავაჯაზოთ ჩვენებურად ოკ? არ გამებუტო?.რაღაც ისე არ გამომდის ცოტათი დაძაბული ვარ თითქოს,მაგრამ ეგ არაფერი,უი გოგონა უცებ გადამავიწყდა რამ დამაბნია? არა სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი,ხო,ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე კითხვა და ზარმა დაიწკრიალა,ის კი უჩინმაჩინივით გაქრა,თვალიც ვეგარ მოვკარი,ნეტავი სად მირბოდა სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს,ან მე ვინ მეკითხება.ჩემი სეხნიაა,ისე რა ლამაზად ჯგერს ეგ სახელი მე მომწონს,იმედია ხუფენიასაც.მაგარი აქტიური ვინმეა,სკამზე ათი წუთის განმავლობაში იმდენჯერ მიტრიალდება და მოტრიალდება,წარმოიდგინეთ რა საცოდაობა იქნება და წარმოვიდგინე,ლექცია სადაც მკაცრი,დანაოჩებული,საზიზგარი ლექტორი უკრდძალავს განძრევას და არც უნდა გაიგოს რომ მას თავისფულებაზე აბოდებს,დაახლოებით თევზი უწყლოდ.ანას ესმის მისი,ანნა ჩვენი ლექტორია თუ მაგის მსგავსი,და ძალიან საყვარელია.თეო მართლა მაგარი გოგო ჩანს მაგრამ ცოტას უბერავს, არა ცუდ პონტში,რა მისი სამყარო აქვს,უყვარს სპორტი,წიგნები,კომპიუტერი,კიდევ ალბათ უამრავი რამ,იქნებ მზე,ზგვა,შემოდგომა,ყავა,სიგარეტი ან იქნებ ბიჭების წვალება.როგორც მან მითხრა შეყვარებული არ ჰყავს,მაგრამ მთელი სიცოცხლე ეტრფის ერთს,მარცხენა თვალზე ხალიან ბიჭს.არის ცოტა ნერვიულიც ,საინტერესოც და მხიარულიც,ბევრს იცინის,ჰოლივუდის ღიმილით რა,ახლა არც მთლად მასეთი მარა მართლა თეთრი კიჭები აქვს.არ უყვარს ჭორიკანები და ვერ იტანს მატყუარებს,მაგარია არა? მაგრად ევასება მოგზაურობა,იცის ენები და ცოლიან კაცებს არ უყურებს.არის სპორტული,მაგარი ზმანია,მას უხდება კიდეც,თეე ისეთი მაგარი დახასიათება გაგიკეთე მგონი ბევრ პაკლოს ააგდებ,აუ კიდე გრძელი თმები აქვს,საკაიფო,ნეტა მე როდის გამეზრდება?ამ გოგოს უყვარს სიცოცხლე დაე.....არ არის მცივანა,იმიტომ რომ საკმაოდ ცივ ამინდში ლაითად ჩაცმული მოვიდა,უყვარს მგზავრები თუ არ ვცდები,მოკლედ ვალბათობ რა,რადგან ტელზე ზარად მათი სიმგერა ჰქონდა დაყენებული,მეტი რა დავწერო ?არ ვიცი?თან ხელიც დამეგალა,მას კი პარასკევს ვნახავ ლექციაზე და ასე რა,არვიცი,გავუღიმებ და მოვიკითხავ,იქნებ უფრო დავმეგობრდეთ და მგზავრების კონცერტზე ერთად გავიჩითოთ...................................................თეო ხმელიძე

четверг, 5 ноября 2009 г.

კონსრევატორიაში „ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ გაიხსნება






კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს „ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ გაიხსნება.ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და ევროპელი მუსიკოსები. მოწვეულ მუსიკოსებს შორის იქნებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგებიან. კულტურის სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანია, ამ სფეროში უკეთესი სკოლის ჩამოყალიბება, რადგანაც ჩასაბერ ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც ორკესტრის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.ფესტივალის დაფუძნებელი და ორგანიზატორია ლევან ცხადაძე. მისი თქმით, საქართველოში, ფორტეპიანოსა და ვოკალის სკოლებისგან განსხვავებით, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის არც თუ ისეთი დიდი ტრადიცია არსებობს.„სწორედ ამის გამო გადაწყვიტეთ, ყოველწლიურად მოვიწვიოთ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები, რათა მათ ქართველ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ. ისინი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვევიან საქართველოს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ინტენსიურად ჩაატარებენ გაკვეთილებსა და ვორქშოფებს“, - განაცხადა ცხადაძემ.

„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალში“ მონაწილეობენ: ფენიქს რენგლი (შვეიცარია, ფლეიტა), მორის ბურგი (საფრანგეთი, ჰობოი), მიშელ ლეტიეკი (საფრანგეთი, კლარნეტი), რადოვან ვლატკოვიჩი (ხორვატია, ვალტორნა), თემურ ბუხნიკაშვილი (საქართველო, ფაგოტი), ნინო გვეტაძე (საქართველო, ფორტეპიანო), ნატალია გაბუნია (საქართველო, ვიოლინო), თბილისის ოპერის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო), მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, ფორტეპიანო), სლობოდან ტრკულია (სერბეთი).

ფესტივალი 10 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დაიხურება.



T.gazdeliani

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ დ.გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები.სულ ვართ ოთხნი. თ.გაზდელიანი, თ.ხმელიდზე., ლ.ცერცვადზე და მ.ჩხაიძე.ჩვენი ბლოგის სახელია "კულტურანეწსი".ამ ბლოგში ძირითადად გვექნება ახალი ინფორმაციები კულკტურის შესახებ,რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის.