იცით,რა ტკბილად მეძინა?ვერც კი წარმოიდგენთ,ფისოსავით გატრუნული, ჩახუხუჯებული(ჩათბილული) ვიყავი.
უეცრად რაღაც აგუგუნდა,დაიპყრო თითქმის მთელი დედამიწა და მარსსაც მისწვდა.ჭაღი კარუსელივით მოძრაობდა.თვალები მოვიფშვნიტე,დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა ან ხუთის ნახევარი,თანდათან გონზე ,რომ მოვედი გავაანალიზე ჯუნგლებში კი არა სახლში ვყოფილვარ ,შევკივლე რა დროს ოპერაა მეთქი,თან გამწარებულმა ბალიშს რამდენჯერმე მუშტი დავარტყი.თქვე აზოებო,ოპერა არ მომინდომეს ამ შუაღამისას?გამწარებული ვწიკვინებდი.
მოკლედ ამოუშვა და აღარ გაჩერდა…შემდეგ ერთს მეორე აჰყვა,მეორეს მესამე,მესამეს მეოთხე,მეოთხეს მეხუთე და გაიმართა ქორწილი...
თურმე,მეორე დღეს,როგორც ჩემმა ჭორიკანა მეზობელმა მომიჭორიკნა,ასევე ჩემს მეზობელს,ოღონდ ტენორს ცოლი მოუყვანია და მათებურად გრიალებდნენ.
ისე,რა ორიგინალურია,თან გიჟურიც...დაფიქრდით და მიხვდებით ან უბრალოდ იფანტაზიორე ან იფანტაზიორინე...
teo xmelidze
Immuten რა ღირს?
4 года назад
Комментариев нет:
Отправить комментарий