
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს „ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ გაიხსნება.ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და ევროპელი მუსიკოსები. მოწვეულ მუსიკოსებს შორის იქნებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგებიან. კულტურის სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანია, ამ სფეროში უკეთესი სკოლის ჩამოყალიბება, რადგანაც ჩასაბერ ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც ორკესტრის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.ფესტივალის დაფუძნებელი და ორგანიზატორია ლევან ცხადაძე. მისი თქმით, საქართველოში, ფორტეპიანოსა და ვოკალის სკოლებისგან განსხვავებით, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის არც თუ ისეთი დიდი ტრადიცია არსებობს.„სწორედ ამის გამო გადაწყვიტეთ, ყოველწლიურად მოვიწვიოთ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები, რათა მათ ქართველ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ. ისინი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვევიან საქართველოს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ინტენსიურად ჩაატარებენ გაკვეთილებსა და ვორქშოფებს“, - განაცხადა ცხადაძემ.
„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალში“ მონაწილეობენ: ფენიქს რენგლი (შვეიცარია, ფლეიტა), მორის ბურგი (საფრანგეთი, ჰობოი), მიშელ ლეტიეკი (საფრანგეთი, კლარნეტი), რადოვან ვლატკოვიჩი (ხორვატია, ვალტორნა), თემურ ბუხნიკაშვილი (საქართველო, ფაგოტი), ნინო გვეტაძე (საქართველო, ფორტეპიანო), ნატალია გაბუნია (საქართველო, ვიოლინო), თბილისის ოპერის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო), მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, ფორტეპიანო), სლობოდან ტრკულია (სერბეთი).ფესტივალი 10 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დაიხურება.
T.gazdeliani
Комментариев нет:
Отправить комментарий