пятница, 20 ноября 2009 г.

ღირს თუ არა სიყვარული აუხსნა ადამიანს, რომელიც ზედაც არ გიყურებს.

მე იცით ერთგვარი ექსპერიმენტივით ჩავატარე და მართლაც აუხსენი სიყვარული ერთ ადამიანს, მაინტერესებდა რა გრძნობა გეუფლება ამ დროს,არა მთლად ისეც არ იყო რო ვითომ ზედ არ მიყურებდა და მაგნაირი რაღაცეები, მაგრამ მაინც გავბედე. მე მაინც მგონია, რომ უნდა ღირდეს რადგან სიყვარულში გამოტყდომა ადამიანს უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებსო და ეს მართლაც ასეა. მართალია სიყვარულში გამოტყდომა ზოგჯერ დამამცირებელიც არის, მაგრამ იმ წუთში მაინც ხომ აღგიძრავს სასურველ არსებასთან სრული სასიყვარულო სიახლოვის განცდას,ძალაუნებურად მას შენს სულში ახედებ, შენი ვნების სტიქიაში ითრევ და თუნდაც ამით დასრულდეს ყველაფერი, იმ ერთ წუთში განცდილი ნეტარებისაგან სამუდამო დანაკარგსაც კი გინაზღაურებს, სიყვარულში გამოტყდომისას რაც უფრო დაბრკოლება გხვდება წინ მით უფრო ნეტარებას განიჭებს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მძულდეს ადამიანი მე მაინც მას მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ ვუყვარვარ და მაფასებს..... მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი..... ლიკა

Комментариев нет:

Отправить комментарий