понедельник, 28 декабря 2009 г.
вторник, 22 декабря 2009 г.
ახალი მედიის კურსი
რა ვქნა თავისუფლება თავისი ლამაზი ჰაერით ძალიან მიყვარს,ასე უფრო ვავლენ ჩემს თავს,მე კი არა ყველა ესეა,ამ ლექციის მთავარი მისიაც ხომ ისაა გამოავლინო შენი რაობა.ლექციის სვლა ძალიან თანამედროვეა,სიახლეებთან და იმედებთან ასოცირდება,ანას(ჩვენი ლექტორის)ახალი დავალება ონლაინ მედია იყო.არ ვიცი სხვისთვის როგორია ეს დავალებები,ალბათ მათაც ჩემსავით მოსწონთ,განსაკუთრებით ავიტაცე ონლაინ მედია და როცა კამერით(სამოყვარულოთი)ვინმე ახალბედა მწერალს ან პოეტს ვუღებ,ჩემი ქვეცნობიერი უკვე ჟურნალისტად გრძნობს თავს :დ ,ეხლა ეს შეიძლება სხვისთვის არაფერი იყოს მაგრამ ეს მსუბუქი ამბიცია ჩემი აზრით აუცილებელია,ჯანსაღ ამბიციას ვგულისხმობ,ამ ლექციაზე არ მოგწყინდება და რატომ,სიახლეები,გამუდმებით ხვავდება ანას ფანტაზიებში,ერთხელ ვირტუალურ გემზეც ვისხედით,და ასე ვიბრძოდით გადარჩენისკენ,პროფაილიც ძალიან სახალისო იყო,და ბევრი,ეს ცოტა ვაჭარბებ მხოლოდ ერთი სემესტრია რაც ეს ლექცია გვაქ,ეს არც ისე დიდი დროა,მაგრამ რა ვქნა მრავალფეროვანია და ამიტომ მეჩვენება ბევრი...ბლოგი და ონლაინ მედია კი ჩემთვის ყველაზე კარგია,ჯერ იმიტომ რომ უაზროდ ვარ შეყვარებული დოჩანაშვილზე და ბლოგზე “ჩემი პოსტი”მომცონს,არ ვიცი ეს ეხლა როგორ ჟღერს,მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე,აღმოვაჩინე საკუთარ თავში ამ ლექციის წყალობით, მეტი რა დავწერო?თქვენი თქმისა არ იყოს „ფიქრის ჯუჯები“გამიფრინდა და დავრჩი ასე,შეუბრალებლად,კარგი წერას ვაგრძელებ მაინც,ამ თანამედროვე ლექციას მე დავარმევდი პოსთმოდერნისტულ ლექციას,თქვი ის რასაც ფიქრობ,დაცერე ის რაც შენშია,არ მოგწყინდეს და ასე შემდეგ,აქ არ არის რაგაც მომაბეზრებელი,დოგმები და სულისშემხუთველი ჩარჩოები რომელშიც აუცილებლად უნდა მოთავსდე,ალბათ ამის მიზეზი ლექტორის ასაკია,თითქმის ჩვენი თაობისა და რაც მთავარია ლექციაზე არ ამთქნარებს:დ....სიხალისე გადამდები აქვს,კიდე ბევრს დავცერდი მაგრამ გუშინ საერთოდ არ მეძინა და ისე ცუდათ ვარ „ბუტირკას“სიმგერაზეც კი დამედზინება... მარი ჩხაიძეახალი მედიის კურსი

გამარჯობათ ყველას, მე ვარ ლიკა, ვსწავლობ ახალ მედიას, რომელიც ძალიან საინტერესოა იმდენად მომწონს რომ დღესაც ავად ვიყავი და მაინც მოვედი... ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება... და ვცდილობ რომ დრო არ დავკარგო სხვა საქმეზე... ამ ლექციაზე სრულ თავისუფლებას ვგრძნობ და ყველა დამოუკიდებლები ვხვდებით... ეხლა მე მოგიყვებით ანაზე რომელიც ჩემი ლექტორია,,, იცით მე მაგალითან ჩემი ლექტორისგან ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც ისი რომ ძალიან დამოუკიდებელი გავხდი, ვისწავლე ჩემი აზრის თავისუფლად გამოხატვა, ანუ ეს ლექცია და თვითონ ანაც დამეხმარა რომ სრული არა მაგრამ ცოტა თავისუფლებას მაინც მიმეღწია, გულახდილი ვიქნები და იმასაც დავამატებ რომ როდესაც ანა ცოტა უხასიათოდ არის ჩემზეც მოქმედებს ხოლმე... რა უცნაურია არა... ? ერთი რაც არ მომწონს ცოტა დრო აქვს გამოყოფილი ამ ლექციას :( მალე დავამთავრებთ ამ ლექციიდან ბევრი რამ დამრჩა ბლოგთან დაკავშირებით,, კიდევ ონლაინ ტელევიზია ახალი პროექტი დავიწყეთ რომელიც მაგარია ძალიან,, მე გადავწყვიტე რომ დამეწერა სოციალურად დაუცველ ხალხზე მათ პირად ცხოვრებაზე, აუ ეს რომ ვთქვი და მომიწონა ლექტორმა უზომოდ ბედიერი ვიყავი.. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით მთელ ღამეებსაც ვათევ ხოლმე და თუ გამომივიდა რასაც ვფიქრობ უზომოდ ბედნიერი ვიქნები..ლიკა ცერცვაძე
воскресенье, 6 декабря 2009 г.
კონფლიქტების გაშუქების სკოლა საქართველოში
თამმ...
пятница, 4 декабря 2009 г.
მარიამ ჩხაიძე
вторник, 1 декабря 2009 г.
განწირული ვეტერინარი
пятница, 27 ноября 2009 г.
ჩემი სამი საყვარელი გამოთქმა
“ჭრელად დარდიანი ფიქრისა იყო”-დოჩანაშვილი
“ფუი რას მღერის,პოლიტიკურ სიმღერას მღერის,
არ მესმის როგორ უნდა იყო ასეთი შტერი”_გოეთე
მარიამ ჩხაიძე
სამი მიზეზი იყო კმაყოფილი საკუთარი თავის
2. ეცადე ყოველი საქმე გააკეთო ისე, თითქოს ამას უკანასკნელად აკეთებ.
3. ნუ დაზოგავ თავს სიკეთისთვის
თამმ გაზდელიანი...
სამი მიზეზი ლიდერობისთვის
2გვქონდეს დიდი სურვილი
3დაველოდოთ მოთმინებით
თეო ხმელიძე
вторник, 24 ноября 2009 г.
სანამ კარგად არ გავიცნობ..
თამმ...
пятница, 20 ноября 2009 г.
ღირს თუ არა სიყვარული აუხსნა ადამიანს, რომელიც ზედაც არ გიყურებს.
ფანტაზიორინა
უეცრად რაღაც აგუგუნდა,დაიპყრო თითქმის მთელი დედამიწა და მარსსაც მისწვდა.ჭაღი კარუსელივით მოძრაობდა.თვალები მოვიფშვნიტე,დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა ან ხუთის ნახევარი,თანდათან გონზე ,რომ მოვედი გავაანალიზე ჯუნგლებში კი არა სახლში ვყოფილვარ ,შევკივლე რა დროს ოპერაა მეთქი,თან გამწარებულმა ბალიშს რამდენჯერმე მუშტი დავარტყი.თქვე აზოებო,ოპერა არ მომინდომეს ამ შუაღამისას?გამწარებული ვწიკვინებდი.
მოკლედ ამოუშვა და აღარ გაჩერდა…შემდეგ ერთს მეორე აჰყვა,მეორეს მესამე,მესამეს მეოთხე,მეოთხეს მეხუთე და გაიმართა ქორწილი...
თურმე,მეორე დღეს,როგორც ჩემმა ჭორიკანა მეზობელმა მომიჭორიკნა,ასევე ჩემს მეზობელს,ოღონდ ტენორს ცოლი მოუყვანია და მათებურად გრიალებდნენ.
ისე,რა ორიგინალურია,თან გიჟურიც...დაფიქრდით და მიხვდებით ან უბრალოდ იფანტაზიორე ან იფანტაზიორინე...
teo xmelidze
среда, 18 ноября 2009 г.
ყველაზე დიდი ნიჭი რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა
“სიყვარულია ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან” ლიკა
ლიკა
вторник, 10 ноября 2009 г.
e.i.minda mogiyveT adamianze romelic universitetSi gavicani da romelzec momiwia damewera am blogSi, rac Zalian gamixarda.Tavidan megona rom Zalian bunCula da ro iytvian dana pirs ar uxsniso egeTei adamiani iqneboda, magram "nw" nuras ukacravad :D piriqit agmoCnda.naTia 21 wlisaa da ukve daojaxebulia."p.s.3 Tvis orsuli".aris Zalian mxiaruli, aqtiuri,mravalferovani da sayvareli adamiani.erTi sityviT naTiasTan ar moiwyen.ukravs violinoze.Zalian uyvars qababi,gerkulesi da rac yvelaze ai yvelaze Zalian uyvars Turme, aris siaruli da sul axlis agmoCena.ris gamoc bavSobaSi "magelanic" ki Searqves zedmet saxelad.rac Seexeba garTobas sul unda megobrebTan erTad yofna da siaruli..Tu megobrebTan erTad aris da mSoblebi urekaven eseigi saxlSi unda mivides droulad.im SemTxvevaSi Tu mSoblebi saxlSi ar arian"freedome time" aqvs :D ase mgonia, rom naTiasTan rom viyo sul, yovelTvis karg ganwyobaze viqnebi da arasodes ar moviwyen :D.rac Seexeba musikalur gemovnebas usmens roks, klasikas,jazs da rokenrols.aqvs Zalian daxvewili Cacmis stili.ZiriTadad icmevs klasikurad...mindoda ufro meti damewera am adamianze, magram garkveuli mizezbis gamo ver movaxerxe masTan saubari.vfiqrob am adamianze metnaklebad warmodgenas Seuqmni mkiTxvels.yvelaze Zalian gamaoca naTias pasuxma, roca vkiTxe Tu ra Seicvala pirad cxovrebaSi ojaxis Seqmnis Semdeg.man mipasuxa, exla rom ufro Tavisufalia, vidre ojaxis Seqmnamde iyo.da bolo naTias gacnobas vurCev yvela depresiaul adamians ::D:D oRond marTlaa....
T.Ggazdeliani
суббота, 7 ноября 2009 г.
ჰოლივუდის ღიმილით
четверг, 5 ноября 2009 г.
კონსრევატორიაში „ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ გაიხსნება

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს „ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ გაიხსნება.ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და ევროპელი მუსიკოსები. მოწვეულ მუსიკოსებს შორის იქნებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგებიან. კულტურის სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანია, ამ სფეროში უკეთესი სკოლის ჩამოყალიბება, რადგანაც ჩასაბერ ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც ორკესტრის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.ფესტივალის დაფუძნებელი და ორგანიზატორია ლევან ცხადაძე. მისი თქმით, საქართველოში, ფორტეპიანოსა და ვოკალის სკოლებისგან განსხვავებით, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის არც თუ ისეთი დიდი ტრადიცია არსებობს.„სწორედ ამის გამო გადაწყვიტეთ, ყოველწლიურად მოვიწვიოთ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები, რათა მათ ქართველ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ. ისინი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვევიან საქართველოს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ინტენსიურად ჩაატარებენ გაკვეთილებსა და ვორქშოფებს“, - განაცხადა ცხადაძემ.
„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალში“ მონაწილეობენ: ფენიქს რენგლი (შვეიცარია, ფლეიტა), მორის ბურგი (საფრანგეთი, ჰობოი), მიშელ ლეტიეკი (საფრანგეთი, კლარნეტი), რადოვან ვლატკოვიჩი (ხორვატია, ვალტორნა), თემურ ბუხნიკაშვილი (საქართველო, ფაგოტი), ნინო გვეტაძე (საქართველო, ფორტეპიანო), ნატალია გაბუნია (საქართველო, ვიოლინო), თბილისის ოპერის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო), მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, ფორტეპიანო), სლობოდან ტრკულია (სერბეთი).ფესტივალი 10 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დაიხურება.
T.gazdeliani
