суббота, 7 ноября 2009 г.

ჰოლივუდის ღიმილით

ნეტავი შოკოლადი უფრო უყვარს თუ ნაყინი? არ ვიცი, იქნებ არც ერთი ან კიდევ ორივე ან იქნებ ვაშლი? მაგის არ ვიცი ,მაგრამ მე ვაფანატებ აკრძალულ ხილზე,რომელიც ჩემგან ძალიან ახლოს ლამაზად მოწნულ ვაზაში ალაგია ,როგორ მინდა მივწვდე და ყელი ჩავიკოკლოზინო,ეს ყველაფერი იქეთ იყოს და ეხლა გოგონაზე უნდა ვწერო,ალბათ შემეკითხები რა ძალა გადგია,სხვა საქმე არა გაქვსო,წამოდი გავისეირნოთო მაგრამ ეხლა დავწერ მალე მოვრჩები და მერე გავაჯაზოთ ჩვენებურად ოკ? არ გამებუტო?.რაღაც ისე არ გამომდის ცოტათი დაძაბული ვარ თითქოს,მაგრამ ეგ არაფერი,უი გოგონა უცებ გადამავიწყდა რამ დამაბნია? არა სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი,ხო,ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე კითხვა და ზარმა დაიწკრიალა,ის კი უჩინმაჩინივით გაქრა,თვალიც ვეგარ მოვკარი,ნეტავი სად მირბოდა სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს,ან მე ვინ მეკითხება.ჩემი სეხნიაა,ისე რა ლამაზად ჯგერს ეგ სახელი მე მომწონს,იმედია ხუფენიასაც.მაგარი აქტიური ვინმეა,სკამზე ათი წუთის განმავლობაში იმდენჯერ მიტრიალდება და მოტრიალდება,წარმოიდგინეთ რა საცოდაობა იქნება და წარმოვიდგინე,ლექცია სადაც მკაცრი,დანაოჩებული,საზიზგარი ლექტორი უკრდძალავს განძრევას და არც უნდა გაიგოს რომ მას თავისფულებაზე აბოდებს,დაახლოებით თევზი უწყლოდ.ანას ესმის მისი,ანნა ჩვენი ლექტორია თუ მაგის მსგავსი,და ძალიან საყვარელია.თეო მართლა მაგარი გოგო ჩანს მაგრამ ცოტას უბერავს, არა ცუდ პონტში,რა მისი სამყარო აქვს,უყვარს სპორტი,წიგნები,კომპიუტერი,კიდევ ალბათ უამრავი რამ,იქნებ მზე,ზგვა,შემოდგომა,ყავა,სიგარეტი ან იქნებ ბიჭების წვალება.როგორც მან მითხრა შეყვარებული არ ჰყავს,მაგრამ მთელი სიცოცხლე ეტრფის ერთს,მარცხენა თვალზე ხალიან ბიჭს.არის ცოტა ნერვიულიც ,საინტერესოც და მხიარულიც,ბევრს იცინის,ჰოლივუდის ღიმილით რა,ახლა არც მთლად მასეთი მარა მართლა თეთრი კიჭები აქვს.არ უყვარს ჭორიკანები და ვერ იტანს მატყუარებს,მაგარია არა? მაგრად ევასება მოგზაურობა,იცის ენები და ცოლიან კაცებს არ უყურებს.არის სპორტული,მაგარი ზმანია,მას უხდება კიდეც,თეე ისეთი მაგარი დახასიათება გაგიკეთე მგონი ბევრ პაკლოს ააგდებ,აუ კიდე გრძელი თმები აქვს,საკაიფო,ნეტა მე როდის გამეზრდება?ამ გოგოს უყვარს სიცოცხლე დაე.....არ არის მცივანა,იმიტომ რომ საკმაოდ ცივ ამინდში ლაითად ჩაცმული მოვიდა,უყვარს მგზავრები თუ არ ვცდები,მოკლედ ვალბათობ რა,რადგან ტელზე ზარად მათი სიმგერა ჰქონდა დაყენებული,მეტი რა დავწერო ?არ ვიცი?თან ხელიც დამეგალა,მას კი პარასკევს ვნახავ ლექციაზე და ასე რა,არვიცი,გავუღიმებ და მოვიკითხავ,იქნებ უფრო დავმეგობრდეთ და მგზავრების კონცერტზე ერთად გავიჩითოთ...................................................თეო ხმელიძე

2 комментария: